ავტოსაგზაო შემთხვევას გორში მსხვერპლი მოჰყვა.
მშვიდობის გამზირზე მანქანა ქვეითად მოსიარულე ორ მოზარდს შეეჯახა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გოგონა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო დახმარების ეკიპაჟები.