LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ნაცემი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

88
პოლიცია-კრიმინალი

გორში ნაცემი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკის ცნობით, სადაც სამართალდამცველს მკურნალობენ, მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, გაეწია სამედიცინო დახმარება და უკვე გაწერილია ბინაზე.

პოლიციელს ქალაქის ცენტრში თავს დაესხა ახალგაზრდა კაცი და სცემა. თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. ინციდენტის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g