გორში, მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი 2014 წელს დაასრულა. თუმცა, ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ექსპლუატაციისათვის საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება.
პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა შიდა გზები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით. მოეწყო მიწის კავალიერები. განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ნარჩენებს ნაგავსაყრელი მოქმედი სტანდარტების შესაბამისად მიიღებს.
ნარჩენები პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში განთავსდება, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას შეამცირებს.