გორში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი არასრულწლოვანია.