LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში, პოლიციაა მობილიზებული ერთ-ერთ პაბ-რესტორანთან, სადაც გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე პირი დაჭრეს

167
შსს

გორში, ერთ-ერთ პაბ-რესტორანთან პოლიციაა მობილიზებული.

ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული რესტორნის შენობის პერიმეტრი.

ამ დროისთვის, უცნობია, კონკრეტულად რა მოხდა რესტორანში, თუმცა ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მოხდა დაჭრის ფაქტი. “ქართლის ამბების” თანახმად, სავარაუდოდ, დაჭრილია რამდენიმე პირი. გავრცელებულ კადრებში ჩანს, სისხლის კვალიც.

„ფორტუნა“ დეტალებს შსს-ში არკვევს, ინფორმაციას დეტალების მიღებისთანავე განახლდება.

ფოტო: ქართლის ამბები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები