LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ქალს თავს დაესხნენ

98
ირმა ამბარდნიშვილი

გორში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირმა ამბარდნიშვილს თავს დაესხნენ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავად დაზარალებული საუბრობს. ამბარდნიშვილის თქმით, მას 5 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ესროლეს სხვადასხვა ნივთები, მინის ნატეხი და იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

დეპუტატი აცხადებს, რომ 5 თავდამსხმელიდან 3 წარსულში მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მისივე მტკიცებით, მოძალადეებიდან ერთი მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ნათესავია, გარდა ამისა, მას ნათესაური კავშირი აქვს შსს-ს მაღალჩინოსანთანაც. დეპუტატი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი სწორედ ამ კავშირების გამო არ დააკავეს.

„მას შემდეგ, რაც ჩემზე ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა მოხდა, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია.. მესროლეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთები, მივიღე დაზიანებები.

მოვიდა პატრული, შსს-ს მაღალჩინოსნისა და ლაშა ბექაურის დასახელების შემდეგ, რომ ის არის მათი ნათესავი და ვერაფერს უზამდნენ, მოკრძალებულად ელოდებოდნენ, აგინებინეს ჩემი თავი. გამოიძიება 126-ე მუხლით დაიწყო, ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლნენ,“ – განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g