LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში სასაფლაოზე ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა – გარდაიცვალა ქალი, ბავშვი კი დაშავდა

641
ავარია გორში

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე მოხდა, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტომანქანა დაგორდა და ქვეით დედა-შვილს დაეჯახა.

დაშავებულ 6 წლის გოგონას გადაუდებელი დახმარება გაეწია და გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

როგორც ,,ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g