სტალინის დაბადებიდან 142-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში, საზოგადოება „სტალინელის“ წევრები შეიკრიბნენ. მათ ადგილზე ტრუმენი, სტალინი და ჩერჩილი „წმინდანებად“ გამოაცხადეს და მათი „ხატი“ მიიტანეს.
საზოგადოება „სტალინელის“ ხელმძღვანელმა, ზურა ზუმბულიძემ აღნიშნა, რომ სტალინმა ნაციზმი დაამარცხა, დღეს კი „ნაციზმი საქართველოში კვლავ არის“. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორში არ უნდა გადაეყვანათ.
„დღეს არის ღირსშესანიშნავი თარიღი, დღეს დაიბადა მსოფლიო გიგანტი. მან მოიგო მსოფლიო ომი. ნაციზმი დაამარცხა სტალინმა, დღეს კი ქართული ნაციზმი მთავრობამ ვერ დაასამარა. ამაში ვუწერ ორიანს. ვინ ჩამოვიყვანეთ აქ, მოაშორონ გორიდან“, – განაცხადა ზურა ზუმბულიძემ.
აქციის მონაწილეების სიმცირის გამო, გორში მსვლელობა არ გაიმართა.