LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

43

გორის რაიონის სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე, შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 43 წლის პოლიციის კაპიტანს ჭრილობა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები