გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება – რა განცხადებას ავრცელებს შსს გორში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ სროლა იყო. სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა, რასაც 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მამამისი კი დაიჭრა.