გორში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ალასანია იქნება, ამის შესახებ მან თავად განაცხადა. ალასანიას თქმით, მანამდე გორში დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატი, თამაზ შიოშვილი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.
„მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მას შემდეგ, რაც ქალაქში გამოგვაკლდა თანამებრძოლი,მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება – მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, გავიმარჯვებ და ეს არ იქნება მხოლოდ გორის და შიდა ქართლის გამარჯვება. მთელ საქართველოში ამას ექნება ძალიან სერიოზული გავლენა შედეგზე, რომელსაც ერთად, „თავისუფალი დემოკრატები“ ოქტომბრის არჩევნებზე მივაღწევთ“, – განაცხადა ალასანიამ.