საქართველოს ეროვნული ბანკის, „ფინედუსა“ და გერმანული ფონდის Sparkasse ორგანიზებით, 16 დეკემბერს, ქ. გორში გაიმართება ტრენინგი „გზამკვლევი ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის“.
ტრენინგის მიზანია რეგიონში მცხოვრები ქალების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და თავდაჯერებულობის ამაღლების პროცესში. საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად, პროექტი მონაწილეებს სოციალიზაციის და ახალი კონტაქტებისა და მხარდამჭერების შეძენის შესაძლებლობას აძლევს.
ტრენინგი სამ ძირითად თემას შეეხება:
- ქალები კარიერის საწყის ეტაპზე
- ბიუჯეტირება
- დაზოგვა
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ქალს. მონაწილეები სარეგისტრაციო ფორმით შეირჩევიან.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემათ.