LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GOT-ის ფანებმა პერსონაჟები სხვადასხვა ქვეყანაში გადაანაწილეს. ხალ დროგო – ქართველია

201

სერიალი „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთმა ფანგვერდმა Winteriscoming-მა, სერიალის 50 პერსონაჟი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაანაწილა და ამ სიაში საქართველოც მოხვდა.

ფანგვერდის მონაცემების მიხედვით, დოთრაკიელი ხალ დროგო – ქართველია. “შესაძლოა საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, თუმცა არა შეუმჩნეველი. ამ ქვეყანას ნამდვილად მომაჯადოებელი კულტურა აქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც ხალ დროგოს შეესაბამება.

ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ, უნიკალურია. ამ ქვეყანას საკუთარი ანბანიც აქვს. მომხიბლავი ენის გარდა, საქართველო რელიგიურ საკითხებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ქართველთა უმრავლესობა მართლმადიდებლურ ეკლესიას ეთაყვანება. ასეა დროგოც, მას რწმენასთან დაკავშირებით დიდი და ძლიერი გრძნობები აქვს”, – წერს ფანგვერდი.

ფანგვერდმა სხვა პერსონაჟები ასე გადაანაწილა: არია სტარკი – სერბეთი, მელისანდრა – აზერბაიჯანი, ოლენა ტირელი – სომხეთი, ბრიენა ტარტელი – ნორვეგია, სერსი ლანისტერი – საფრანგეთი, ჯონ სნოუ – ისლანდია, ჯეიმი ლანისტერი – გერმანია, ტირიონ ლანისტერი – ნიდერლანდები, მარჯერი ტირელი – იტალია, რუსე ბოლთონი – რუსეთი და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g