28 ნოემბერს, ნიუ-იორკში სტარტი აიღო დაჯილდოებების მორიგმა სეზონმა, რომელიც 2017 წლის თებერვალში „ოსკარით“ დასრულდება – კინოპრემია Gotham Independent Film Awards-ზე უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი შეიკრიბა.
საღამოს ტრიუმფატორი კი ბარი ჯეკინსის ფილმი „მთვარის შუქი“ გახდა. პროექტმა ოთხი პრიზი დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო სცენარისთვის, საუკეთესო მსახიობთა შემადგენლობის, მსახიობთა სიმპათიისა და მთავარი – წლის საუკეთესო ფილმის წოდება.
საუკეთესო მსახიობი იზაბელ იუპერი გახდა, პოლ ვერხოვენის ფსიქოლოგიურ ტრილერში „ის“ შესრულებული მთავარი როლისთვის.
წითელ ხალიჩაზე კი ერთმანეთს ცნობილი ვარსკვლავები ცვლიდნენ, რომელთა შორის იყვნენ: ნატალი პორტმანი, ქეით ჰოლმსი, მარგო რობი, დემიენ ლიუისი, კეისი აფლეკი, მაიკლ ლტერი, იტან ჰოუკი, კეიტ ბეკინსეილი, ემი ადამსი და სხვები.