LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GQ-მ „წლის ადამიანები“ გამოავლინა

106

­

ბრიტანულმა GQ-მ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია „წლის ადამიანი“ ჩაატარა. საღამოს ფარგლებში წითელ ხალიჩაზე უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა.

მთავარი პრიზი – „წლის ადამიანი“ მსახიობმა მარკ ჰემილმა მიიღო, რომელმაც „ვარსკვლავურ ომებში“ შეუცვლელი სახე შექმნა. „ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული მამაკაციზინ მალიკი გახდა, ხოლო „წლის მსახიობად“ ჯარედ ლეტო დასახელდა.

„წლის დიზაინერიკრისტოფერ ბეილი გახდა, „წლის ჯგუფად“ კი Nick Cave & The Bad Seeds აღიარეს, „წლის როკ ვარსკვლავადლიამ გალაჰერი აღიარეს, „წლის სპორტსმენი“ ენტონი ჯოშუა გახდა, ხოლო „წლის პოლიტიკოსი“ სადიქ კჰანი. ღონისძიების ერთ-ერთი საპატიო ტიტული, „შთაგონების წყარო“ კი ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ მიიღო.

მათ გარდა, საპატიო სტუმრებს შორის რიტა ორას, კორტნი ლავის, გორდონ რამზის, ჯეიდენ სმიტის, ჯეიმს ნორტონისა და სხვა უამრავი ცნობილი სახის დანახვა იყო შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g