საერთაშორისო აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიას „გრანთ თორნთონსა“ და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსს – Welcome to Georgia შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, „გრანთ თორნთონი“ Welcome to Georgia-ს პროექტის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვაში დაეხმარება.
მემორანდუმი⭕ საერთაშორისო აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიას „გრანთ თორნთონსა“ და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსს – Welcome to Georgia შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ⭕ გადაცემის „ბიზნესნიუსის“ სტუმრები არიან: მაია სიდამონიძე, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების – Welcome to Georgia მმართველი პარტნიორი და ხატია გიორგობიანი, კომპანიის „გრანთ თორნთონ საქართველოს“ ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Tuesday, July 15, 2025
მაია სიდამონიძე, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების – Welcome to Georgia მმართველი პარტნიორი:
– ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება – Welcome to Georgia უნიკალური და უკვე ტრადიციად ქცეული პლატფორმაა, რომელიც უკვე 10 წელია, რაც ხელს უწყობს საქართველოს ტურიზმის სექტორის სისტემურ განვითარებას. პროექტი აერთიანებს სექტორის წამყვან მოთამაშეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ინდივიდუალურ პროფესიონალებს, სფეროს ახალ მოთამაშეებს და წლების განმავლობაში მოქმედ კომპანიებს.
დაჯილდოების მიზანი არა მხოლოდ ინდივიდუალური წარმატების აღიარებაა, არამედ ეკოსისტემის განვითარება – ინოვაციის, ხარისხის, სტუმართმოყვარეობის სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობა. კონკურსის მეშვეობით ხილული ხდება იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან განსაკუთრებულ გამოცდილებას ქვეყნის სტუმრებისთვის. ამავდროულად, პლატფორმა განიხილება როგორც ერთგვარი ხიდი – კერძო და საჯარო სექტორს, რეგიონულ და ეროვნულ დონეს, ტრადიციულ და თანამედროვე მიდგომებს შორის.
ერთი სიტყვით, Welcome to Georgia გაცილებით მეტია, ვიდრე დაჯილდოების ცერემონია – ეს არის პროფესიული განვითარებისა და ერთმანეთის მხარდაჭერის სივრცე, სადაც კონკურენცია მეგობრულ გარემოში ახალ სტანდარტებს აყალიბებს.
– როგორ ირჩევიან კონკურსისთვის ნომინანტები?
– კონკურსი მიმართულია ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ როგორც ცნობილ, ისე მცირე და ნაკლებად ცნობილ მოთამაშეებზე, რომელთაც ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი საქმიანობისა და წარმატებების წარმოჩენა სურთ. ესენია: სასტუმროები, რესტორნები, ღვინის მარნები, კაფეები, ტურისტული კომპანიები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ, თუ ირიბად ქმნიან ტურისტულ გამოცდილებას.
კონკურსი მოიცავს 36 განსხვავებულ კატეგორიას, რაც უზრუნველყოფს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლის მაქსიმალურ ჩართულობას და ყველას აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი სპეციფიკა, კონცეპტუალური მიდგომა და გამოცდილება წარმოსაჩენად გამოიყენოს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნომინაციებზე რეგისტრაცია ონლაინ, რის შემდეგაც მრავალკომპონენტიანი შეფასების პროცესი დაიწყება. წელს დაჯილდოების ცერემონია 25 სექტემბერს გაიმართება.
– რა განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება კონკურსი 10 წლის იუბილეს?
– წელს კონკურსის ფორმატი კიდევ უფრო დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სფეროს განვითარებისთვის და მონაწილეების მოტივაციის გაზრდისთვის. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ახალი კატეგორიების დამატება, რომლებიც გამოხატავენ თანამედროვე ტურისტულ ტენდენციებს და განსხვავებულ მიდგომებს სტუმრის გამოცდილების მართვაში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა შეფასების სისტემის მოდერნიზება. მასში უფრო მკაფიოდ და ციფრებით განისაზღვრა თითოეული კრიტერიუმის წონა, რაც ჟიურის გადაწყვეტილებას მეტ სანდოობასა და გამჭვირვალობას ანიჭებს. შეფასება კომპლექსურად მოიცავს მომსახურების ხარისხს, კონცეპტუალურობას, სიჯანსაღეს, მარკეტინგულ სტრატეგიას, მომხმარებელთა კმაყოფილებას და სოციალურ პასუხისმგებლობას. შეფასების პროცესს კურირებს „გრანთ თორნთონის“ გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შეფასების მეთოდოლოგიის სიზუსტეს, ობიექტურობასა და სტანდარტებთან შესაბამისობას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა – წელს პირველად, პუბლიკის ხმა უფრო მეტად ითვლება საბოლოო ქულის განსაზღვრისას. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ხმა მისცეს მისთვის საყვარელ კომპანიას ან ადგილს, რაც აძლიერებს კონკურსის დემოკრატიულობას, ცოცხალ დიალოგს ქმნის ბრენდსა და კლიენტს შორის და რეალურად ასახავს იმ ემოციურ კავშირს, რაც ტურიზმის გამოცდილებას თან ახლავს. პარალელურად, ეს მექანიზმი კომპანიებს აძლევს მეტ მოტივაციას, იმუშაონ არა მხოლოდ ხარისხზე, არამედ მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობაზე.
ხატია გიორგობიანი, კომპანიის „გრანთ თორნთონ საქართველოს“ ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი:
– „გრანთ თორნთონის“ ჩართულობა Welcome to Georgia-ს პროექტში ეფუძნება ჩვენს გამოცდილებას, პროფესიონალიზმს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუკერძოებლობას. ჩვენი კომპანია არ არის ტურიზმის სექტორის უშუალო მოთამაშე, რაც გვეხმარება შევინარჩუნოთ სრული დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას. სწორედ შეფასების პროცესის ობიექტურად და გამჭვირვალედ მართვა, ყოველგვარი კომერციული ან ინდივიდუალური ინტერესის ჩარევის გარეშე, გახდა საფუძველი იმისა, რომ ორგანიზატორებმა „გრანთ თორნთონი“ აირჩიეს სტრატეგიულ პარტნიორად.
– კონკრეტულად როგორ ეხმარება „გრანთ თორნთონი“ Welcome to Georgia-ს და რა ღირებულებას ქმნის ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის?
– ჩვენი როლი პროექტში მრავალფუნქციურია და მოიცავს როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერატიულ მიმართულებებს. ესენია:
„გრანთ თორნთონისთვის“ Welcome to Georgia-სთან თანამშრომლობა არა მხოლოდ პარტნიორობაა, არამედ განვითარების ერთობლივი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ვნერგავთ პროფესიულ სტანდარტებს, ვაძლიერებთ კონკურსის სტრუქტურულად გამართულ ჩარჩოს და ვქმნით რეალურ ინსტიტუციურ ღირებულებას.