LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრძელდება ივანიშვილის გუნდის წვალება ამ რაუნდში – გიგა ბოკერია

71
9d9ba7d59308f3e289a6704f891d4bfb-XL

ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება ვერც იმ საკითხზე, რომელიც მრავალმანდატიან ოლქებს ეხება.

ერთადერთი, რაზეც მხარეები თანხმდებიან, დიალოგის გაგრძელებაა.

ქართული ოცნება თანხმდება, რომ საარჩევანო სისტემა უნდა შეიცვალოს – გიორგი ვაშაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელუსუფლებას გააზრებული არ აქვს რაზე მიმდინარეობს მსჯელობა.

„მარტივი საკითხია, შემოვიდნენ განხილვაში ჩვენ მიერ შეთავაზებული კომპონენტის, მაგრამ გააზრებულიც არ აქვთ“,- ამის შესახებ გიგა ბოკერიამ, ხელისუფლებასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას დრო სჭირდება.

„გრძელდება ივანიშვილის გუნდის წვალება ამ რაუნდში, ითხოვეს მეტი დრო, იმიტომ რომ არც პასუხები აქვთ, კითხვებზე ვერ სცემენ პასუხს, გააზრებულიც არ აქვთ მოდელი. ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და რესურსებიც, რომ გავაგრძელოთ ეს პროტესტი. წავიდნენ ივანიშვილს ესაუბრონ და მოიტანონ პასუხები შემდეგ რაუნდზე. იქამდე კი გაგრძელდება მათი იზოლაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ. დრო სჭირდებათ, კი ბატონო, ჰქონდეთ დრო“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g