LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდის დიდების ხეივანში Green Day-ის ვარსკვლავი გაიხსნება

115
photo-collage.png (1)

თითქმის 40 წლიანი მუსიკალური კარიერის ფონზე, ამერიკულ როკ ჯგუფს – Green Day ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი მიენიჭება.

ჰოლივუდის კომერციული პალატის ინფორმაციით, ბილი ჯო არმსტრონგი, მაიკ დირნტი და ტრეი ქული ვარსკვლავს საკულტო ბენდის სახელის ქვეშ მიიღებენ.

ცნობილია, რომ ვეტერანი ტრიოს მხარდასაჭერად ცერემონიაზე სიტყვით ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი და მსახიობი, რაიან რეინოლდსი გამოვლენ.

Green Day-ის სახელობის ვარსკვლავი ხეივანში, 1-ელ მაისს გაიხსნება.

ცნობისთვის, Green Day-ის ჩამოყალიბების ისტორია 80-იანი წლების ბოლოდან იწყება, ვიდრე ბილი ჯო არმსტრონგი და მაიკ დირნტი მას საბოლოო სახესა და სახელს მისცემდნენ. ტანდემი ტრეი ქულის თანხლებით მუსიკალურ ასპარეზზე, სადებიუტო სტუდიური ალბომის გამოშვების შემდეგ გამოჩნდა და გუნდიც ამ შემადგენლობით შეიკრა. 2024 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით Green Day-ის 75 მილიონი ჩანაწერია გაყიდული. ამჟამად, ჯგუფის დისკოგრაფია 14 სტუდიურ ალბომს აერთიანებს, რომელთაგან სადებიუტო – 39/Smooth 1990, ხოლო ბოლო – Saviors 2024 წლით თარიღდება.

პრინსს და დევიდ ბეკჰემს ვარსკვლავს გაუხსნიან – ჰოლივუდის კომერციულმა პალატამ 2025 წლის კანდიდატები დაასახელა

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე ჰოლივუდის დიდების ხეივანში ასევე დევიდ ბეკჰემის, გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, პრინსის და სხვების სახელობითი ვარსკვლავის გახსნაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები