American Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბრიტანული ჯგუფი Green Day ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო ნომრით წარდგა. ამის შესახებ თითქმის ყველა წამყვანმა გამოცემამ დაწერა.
მუსიკოსებმა თავისი ახალი სიმღერა „Bang Bang“ შეასრულეს, თუმცა გამოსვლის დროს ტექსტი მოულოდნელად ჯგუფ MDC-ის სიმღერაზე „Born to Die“ „გადავიდნენ“ და ტრამპის საწინააღმდეგო ფრაზები წაიმღერეს.
ახალარჩეული პრეზიდენტი ცერემონიის მსვლელობის დროს სხვებმაც არაერთგვაროვნად მოიხსენიეს. მაგალითად, შოუს თანაწამყვანმა ჯიჯი ჰადიდმა რამდენჯერმე აშშ-ის მომავალი პირველი ლედის, მელანია ტრამპის პაროდია გააკეთა.