ეკოლოგიურმა ორგანიზაცია GreenPeace-მა Volkswagen-ს სასამართლოში უჩივლა. ეკოლოგების აზრით, ავტოგიგანტი დიდად არ ცდილობს, რომ კლიმატის გლობალურ ცვლილებას ხელი შეუშალოს. სარჩელის საბაბი გახდა მოთხოვნა, რომელიც Volkwagen-ს წარუდგინეს, მან კი აბსოლუტურად არაფერი გააკეთა.
GreenPeace-ის მიერ წამოყენებული მოთხოვნები 2030 წლისთვის შიდა წვის ძრავაზე უარის თქმას და 2018 წელთან შედარებით მავნე გამონაბოლქვის 65%-მდე შემცირებას მოიცავდა.
Volkswagen-მა 28 ოქტომბერს ოფიციალურად განაცხადა, რომ მოთხოვნას არ შეასრულებდა. კომპანიის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ კლიმატის დაცვა მათთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამას მარტო ვერ გააკეთებენ. გარდა ამისა, კონკრეტული კომპანიებისთვის საქალაქო სარჩელების წარდგენა პრობლემას ნამდვილად ვერ მოაგვარებს.
როგორც ჩანს, მოსამართლემ ეს პოზიცია არ გაიზიარა და ავტომწარმოებელი გაამტყუნა. ჯარიმის ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.