LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრეის 50 ელფერის“ ვარსკვლავმა თავისი პერსონაჟისგან სექსუალური ჩვევები გადმოიღო

107

ფილმ „გრეის 50 ელფერის“ ვარსკვლავი, ჯეიმს დორნანი მუდმივად იმედოვნებდა, რომ თავისი ცნობილი პერსონაჟის „ტყვეობაში“ არ აღმოჩნდებოდა. თუმცა, თავისი კოლეგების, დენიელ რედკლიფისა და რობერტ პატინსონის მსგავსად, როგორც ჩანს დორნანას საკუთარი პერსონაჟისგან „გაქცევა“ გაუჭირდება. მითუმეტეს, რომ მსახიობი აღიარებს, რომ კრისტიან გრეის ჩვევებს სულ უფრო მეტად ითვისებს. განსაკუთრებით კი, თუ საქმე სექსუალურ მხარეს შეეხება.

ცნობილი ხდება, რომ მსახიობის მეუღლეს სულაც არ მოსწონს ინტიმურ ცხოვრებაში ეს ცვლილებები. ბოლო დღეებში მათ ამის გამო იჩხუბეს კიდეც. ინფორმატორის ცნობით, ცოლ-ქმარი გარკვეული პერიოდი ერთმანეთს არც ელაპარაკებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ეკრანებზე „გრეის 50 ელფერის“ გაგრძელება გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები