LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრემის დიდების დარბაზს 10 ახალი ჩანაწერი დაემატა

139
Untitled

ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ, გრემის დიდების დარბაზს 10 ახალი ჩანაწერი დაამატა. წელს ეს პატივი 4 ალბომსა და 6 სინგლს ერგო.

დისკებს შორის სხვებთან ერთად, ლორინ ჰილის სადებიუტო სოლო ფირფიტა – The Miseducation of Lauryn Hill და Guns N’ Roses-ის ასევე პირველი კრებული – Appetite for Destruction, ხოლო სიმღერების ჩამონათვალში Donna Summer-ის I Feel Love მოხვდა.

სრული სია

გრემის დიდების დარბაზი ისტორიული მნიშვნელობის მუსიკალური ჩანაწერების პატივსაცემად, 1973 წელს დაარსდა. მასში იმ უნიკალურ ალბომებსა და სიმღერებს ინახავენ, რომელებიც 25 ან მეტი წლისაა. მუზეუმის საკულტო კატალოგში ამჟამად, 1, 152 ჩანაწერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები