LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გრემიზე” პერფორმანსის შემდეგ, SZA-მ ახალი სიმღერა ოფიციალურად გამოუშვა

171
_132551263_sza-index-getty

4 თებერვალს, ,,გრემიზე’’, SZA-მ, რომელიც დაჯილდოების ტოპ ნომინანტი იყო, ცხრიდან სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. 34 წლის შემსრულებელი საღამოზე ჰიტების – Snooze და Kill Bill შესრულებით წარდგა.

აღსანიშნავია, რომ შოუს გადაცემისას, კიდევ ერთი დამატებითი პერფორმანსი მან ,,მასტერქარდის’’ პლანეტის გასამწვანებლად წამოწყებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გამართა. მაშინ ამერიკელმა მუსიკოსმა პირველად იმღერა – Saturn, რომლის ოფიციალური რელიზი 22 თებერვალს შედგა.

საინტერესოა, რომ Mastercard-ის ახალი კამპანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, მიზნად ისახავს 100 მილიონი ხის დარგვასა და ტყეების აღდგენას, რასაც შეუძლია რეალური დადებითი გავლენა მოახდინოს ეკოლოგიაზე როგორც მომხმარებლების, ასევე პარტნიორების ჩართულობით.

საგულისხმოა, რომ კომპოზიციის ტექსტი, არტისტის დედამიწაზე ცხოვრებით გამოწვეულ პესიმისტურ განწყობას გამოხატავს და საცხოვრებლის ახალ ალტერნატივად, სხვა პლანეტას განიხილავს.

ცნობისთვის, SZA მეორე სტუდიურ ალბომს – SOS, 2024-ის განმავლობაში, ხელახლა, Lana-ს სახელით გამოუშვებს. მომღერალმა, რომლის ნამდვილი სახელია სოლანა, მეტსახელი – ლანა 13 წლის ასაკში, ტატუს გაკეთებისას მიიღო. მისი მონათხრობით, თინეიჯერობისას საკუთარი სახელის ამოსვირინგებას აპირებდა, რისთვისაც თითო ასოში 10 დოლარი უნდა გადაეხადა, თუმცა რადგან მხოლოდ 40 დოლარი ჰქონდა, ამ მიზეზით მან ,,სოლანას’’ მხოლოდ ბოლო ოთხი ასო დაიხატა, რამაც მისი ,,ნიკნეიმი’’ გასაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები