LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრეტა გერვიგის გახმაურებული ფილმის, „ბარბის“ მთავარ საუნდტრეკს, ბილი აილიში ასრულებს

178
thumbnail (1)

ბილი აილიშისთვის შესაძლოა ეს წელი კვლავ ტრიუმფალური გახდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სწორედ მას მიანდო გრეტა გერვიგმა ახალ ფილმში „ბარბი“, მთავარი საუნდტრეკის შესრულება.

დღეს მსოფლიო ბილი აილიშის ახალ სიმღერას ელოდება, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად „გრემის“ მფლობელმა მუსიკოსმა დააანონსა.

კრიტიკოსები უკვე ამბობენ, რომ გრეტა გერვიგის ახალი ფილმი, სადაც მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია. მუსიკალური ფილმის პროდიუსერი მარკ რონსონია, რომელმაც საუნდტრეკი ისეთ მუსიკოსებს მიანდო, როგორებიც არიან, დუა ლიპა, ნიკი მინაჟი, კიდ ლაროი, ხალიდი, სემ სმიტი და სხვები.

რაც ეხება ბილი აილიშსს, მუსიკოსმა ფილმზე მუშაობის პროცესს, ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილება უწოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები