„ქალბატონი მზიაც ერთ-ერთი იყო, რომელიც პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, {საუბარია} პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებზე. {ეს} მე პირადად არ დამინახავს. მე ღობესთან რომ მივედი, შევესწარი, რომ მზია მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები კი ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე“, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, აქციის წევრები პერიოდულად აგრესიას გამოხატავდნენ პოლიციის მიმართ. მისი თქმით, „მზია ამაღლობელი ერთ-ერთი იყო, რომელიც პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, {საუბარია} პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებზე“;
საია: „მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მის მიმართ ჩადენილი სხვა დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.
„ღობის შიგნით ვიდექით, როდესაც მზია მივიდა და პოლიციის შენობას მიაკრა სტიკერი. მეც იქ ვიდექი, არ ვიცნობდი მზია ამაღლობელს. აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა“. ვიდეოც მაქვს ნანახი, სადაც მოუწოდებენ მისი თანამოაზრეები, თუ აქციის წევრები, რომ არ გაეკრა, თუმცა მაინც მიაკრა. მივედი, რათა მეცადა რომ არ დაეკრა სტიკერი, აღგვეკვეთა სამართალდარღვევა. როდესაც მივედი მზია ამაღლობელთან, სტიკერი დაკრული ჰქონდა. ვცდილობდი იდენტიფიცირება მომეხდინა, ვინ იყო ეს ქალბატონი, რადგან ასე უხეშად მოახდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ამ დროს, თანამშრომლებმა შეიყვანეს პოლიციის შენობაში. ცნობილი გახდა, რომ მზია დააკავეს ბიჭებმა, ამოიცნო ჩემმა თანამშრომელმა, რომ ქალბატონი მზიაც ერთ-ერთი იყო, რომელიც პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, {საუბარია} პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებზე. {ეს} მე პირადად არ დამინახავს. მე ღობესთან რომ მივედი, შევესწარი, რომ მზია მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები კი ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე.
„ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის!“ – მზია ამაღლობელი გამომძიებელს
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, საქმის გამომძიებელი დაიკითხა.
ადმინისტრაციული წესით დააკავეს მზია, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გათავისუფლდა ხელწერილით ის და რამდენიმე დაკავებულიც. აქციის წევრები პერიოდულად აგრესიას გამოხატავდნენ პოლიციის მიმართ, ასევე იყვნენ მზია ამაღლობელის ახლობლები. ძმები გაბაიძეები იყვნენ, რომლებიც იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. მოხდა ძმები გაბაიძეების დაკავება. აქცია მშვიდად მიმდინარეობდა, არ იყო დაპირისპირება, დაშლისკენ მიდიოდა, გაბაიძეებმა რადგან პოლიცია მიაყენეს შეურაცხყოფა, მოხდა მათი დაკავება, შემდეგ ისევ აიწია მუხტი აქციის წევრებს შორის.
ბევრს ვიცნობ პირადად და ვცდილობდი დალაპარაკებას, რათა დაპირისპირება აგვეცილებინა. ისინი ითხოვდნენ ხელმძღვანელისგან განმარტებას, თუ რატომ იყვნენ დაკავებულები ეს ადამიანები“,- აღნიშნა ბესელიამ.
მაია მწარიაშვილი: „ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები ნულს ქვევითაა, მზია არის უდანაშაულო! – ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება“
„ბრალდებას ამ საქმეში არ აქვს არაფერი. ვიდეომტკიცებულების წარმოდგენაც კი ვერ გაბედა, ვერ გარისკა.“
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია იკითხება.