LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ გეგელია: „მაქვს უფლება, პოლიციელებს ვკითხო – აპირებენ თუ არა მშვიდობიანი აქციის დარბევას? – ამ საკითხზე მათ არავითარი პასუხი არ აქვთ, ამის ნაცვლად ერთ-ერთმა მანქანამ, ჩემს წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა“

192
აქცია, გრიგოლ გეგელია

„ვართ ამ სიტუაციაში, განუკითხაობაა ამ ქვეყანაში. რეალურად კითხვების დასმას ვცდილობთ, მაგრამ მათ პასუხები არ აქვთ და სავარაუდოდ მშვიდობიან პროტესტს დაარბევენ, იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი მშვიდად შევიდეს პარლამენტში, თუმცა ჩვენ მათ წინააღმდეგობას გავუწევთ“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომელსაც თავისუფლების მოედანზე წყალი შეასხეს.

როგორც გეგელიამ განაცხადა, მის მიმართ წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მიმართავდა.

აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს – ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს

„ვართ ამ სიტუაციაში, განუკითხაობაა ამ ქვეყანაში. რეალურად კითხვების დასმას ვცდილობთ, მაგრამ მათ პასუხები არ აქვთ და სავარაუდოდ მშვიდობიან პროტესტს დაარბევენ, იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი მშვიდად შევიდეს პარლამენტში, თუმცა ჩვენ მათ წინააღმდეგობას გავუწევთ.

საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ პირს, მაქვს უფლება, პოლიციელებს ვკითხო – აპირებენ თუ არა მშვიდობიანი აქციის დარბევას? – ამ საკითხზე მათ არავითარი პასუხი არ აქვთ, ამის ნაცვლად ერთ-ერთმა მანქანამ, ჩემს წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება – მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება

❗ გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 24 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g