LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ვაშაძე: სერიოზულად ვფიქრობ პოლიტიკიდან წავიდე, ამომივიდა ყელში „ზაზუნას დღე“

626
vashade-grigli-ax

სერიოზულად ვფიქრობ პოლიტიკიდან წავიდე, ამომივიდა ყელში „ზაზუნას დღე“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის„ ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ნანობს რომ ჩამოვიდა

„მე ჩემი თავის გარდა არავის აღარ წარმოვადგენ და მადლობა ღმერთს, ძალიან ბედნიერი ვარ. საერთოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავამრგვალო ეს ისტორია და პოლიტიკიდან წავიდე, პატიოსნად გეუბნები, სერიოზულად ვფიქრობ ამაზე. ამომივიდა ყელში ზაზუნას დღე. მესმის, რომ რაღაც სასარგებლო და საჭირო კეთდება იმ ორ კომიტეტში, სადაც მე ვარ, საგარეო და კულტურის კომიტეტებში, მაგრამ ეს ხომ არ წყვეტს. როდესაც ციყვივით ბორბალში ტრიალებ მუდმივად, საღამოს დაჯდები და ფიქრობ, რატომ ვპარავ ჩემ თავს დროს, რომელიც ჩემ მეგობრებთან, ჩემ ოჯახთან შეიძლება გავატარო. შეიძლება არც ამოვწურო ეს პარლამენტი, იმიტომ რომ არაფრისგან ისე არ ვიღლები და ნერვები არ მეშლება, როგორც უიმედო საქმისგან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g