LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ვაშაძე: სრული პასუხისგებლობით გეუბნებით, საქართველო რომ შემოვიაროთ, ერთი ევროპის კლასის ორკესტრს ვერ დავაკომპლექტებთ

116
Untitled design (4)

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში მუსიკალურ სფეროში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა.

„საქართველო რომ შემოვიაროთ და ყველა მუსიკოსი თბილისში ერთად შევყაროთ, სრული პასუხისგებლობით გეუბნებით, ერთი ევროპის კლასის ორკესტრს ვერ დავაკომპლექტებთ, – აღნიშნული გრიგოლ ვაშაძემ და აქვე დასძინა, „საქართველოს კულტურა რომ წაართვა, ვიქნებით ტანზანია“.

ვაშაძემ ყურადღება მუსიკალური სასწავლებლების მასწავლებელთა მდგომარეობაზე გაამახვილა და როგორც განაცხადა, მათ პედაგოგის სტატუსი უნდა მიენიჭოთ.

„არის სრული დისკრიმინაცია. ჩვენ მალე აღარ გვეყოლება პედაგოგები, რომლებიც გორში, ქუთაისში, თბილისში ათწლედში ბავშვებს მუსიკას ასწავლიან. ამის შემდეგ ვიქნებით იმ დღეში, რა დღეშიც ვართ. თუ ჩვენ ამ ხალხს პედაგოგის სტატუსი არ მივეცით, ძალიან მძიმე, მაგრამ ნაკლებადშემოსავლიანი და არაპრესტიჟული სამსახური საერთოდ გაქრება. კონსერვატორიაში ჩასაბერ ინსტრუმენტებზე აღარავინ მიდის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ კულტურის კომიტეტის სხდომაზე.

ვაშაძემ აღნიშნა ისიც, რომ “თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიან ადამიანები, ვინც ბავშვებს ფორტეპიანოსა და ვიოლინოს უნდა ასწავლიდეს“.

თავად კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები საჭიროა.

ბოლქვაძის ინფორმაციით, მუსიკალურ სასწავლებლებში მასწავლებელთა ხელფასი 27 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები