პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გრიგოლ ვაშაძის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია: ანტიდასავლური კამპანია და თავდასხმა პარტნიორებზე; ოდიოზური ფიგურების დაბრუნება; პარტიული სტრატეგიის არარსებობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გააკეთა.
“ოდიოზური ფიგურების” გამოჩენა, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმა” და სხვა უთანხმოებები – ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ მიზეზების, რის გამოც ვაშაძე პარტიას ტოვებს და ბოდიშსაც იხდის.
რატომ დატოვა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში გადაწყვეტილებას ვრცლად იხილეთ აქ:
სკანდალური განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ უკვე გაჩნდა გვარები, რომელიც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიო.