ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ლევან ბერძენიშვილს სოლიდარობას უცხადებს.
ამის შესახებ ინგა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ბერძენიშვილის ლექციაზე უტრანსპორტო ქალაქში ფეხით მირბოდა და საათობით უსმენდა მას.
„ბატონო ლევან❤️❤️❤️ სტუდენტობიდან ამ წუთამდე მიყვარხართ და შეუცვლელია ჩემი დიდი სიყვარული თქვენ მიმართ❤️❤️ ერთადერთი ლექტორი, რომლის ლექციაზე უტრანსპორტო ქალაქში ფეხით მოვრბოდი სახლიდან და საათობით ვუსმენდი თქვენს მოთხრობილ ამბებს, გაყინულ და გადაჭედილ აუდიტორიაში, ნემსის ჩასაგდები ადგილი რომ არ იყო, იმ ბნელ წლებში. მიყვარხართ! ❤️თქვენთან ვარ❤️ბევრნი ვართ,“ – წერს ინგა გრიგოლია.