LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლია: ეს ყოფილა „ქოცების“ ცნობილი „ტიტუშკა“ ყავარჯნებით… ერეკლე პაპას ბალღი

1145
buka da erekle papa

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თელავში 30 ივნისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მეთოდები და ზონდერები დაუძველდათ:

„ჩემს ერეკლე პაპას როგორ შეეხეთო, რომ ყვიროდა და ბუკას საქმეებს ურჩევდა, ეს ყოფილა „ქოცების“ ცნობილი „ტიტუშკა“ ყავარჯნებით

სად ერეკლე და სად ეს საბრალო ბიჭი, ზონდერები დაგიძველდათ, ახლები გჭირდებათ, თორემ ძაან იშიფრებიან უკვე)))))) ისე დაგიძველდათ, უკვე ოხანაშვილები ითავსებენ ,,ზონდერ” ფუნქციას, ხომ ხედავთ.

ერეკლე პაპას ბალღი“. – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 30 ივნისს,  თელავის ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობის, „შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდნენ, პარტიების, “ქართული ოცნების” და „კონსერვატიული მოძრაობის”, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დახვდნენ.

თქვენი მხარდამჭერი ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას და თქვენ გინდათ ახლა მუზეუმში შესვლა? მითხარით, რომ გმობთ ბერძენიშვილის გამოსვლას, რატომ არ ამბობთ. თქვენი კურსი არის ამორალური. იტყუებით და გაიძახით, რომ ხელისუფლებას საქართველოს ევროკავშირში შესვლა არ უნდა”,მიმართა ბუკა პეტრიაშვილს „ქართული ოცნების“ თელავის საკრებულოს წევრმა ლევან კოჭლოშვილმა ბუკა პეტრიაშვილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g