LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრიგოლს, ჯუანშერს, ირაკლის ვულოცავ მონათმფლობელობის კანონის მიღებას – პრეზიდენტს ვთხოვთ მისთვის შეურაცხმყოფელ კანონს ვეტო დაადოს“ – ხვიჩია „თავდაცვის კოდექსის“ დამტკიცებაზე 

132
იაგო ხვიჩია

„გრიგოლს, ჯუანშერს, ირაკლის ვულოცავ მონათმფლობელობის დაბრუნების კანონის მიღებას, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ეძინა – პრეზიდენტს ვთხოვთ მისთვის შეურაცხმყოფელ კანონს ვეტო დაადოს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „თავდაცვის კოდექსის“ დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს კანონი არ მიეღოთ, „სამი აქციის გამართვის ჩათვლით“ და მოქალაქეების წინაშე „პირნათელი“ არიან.

„მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი“ – პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი“ დაამტკიცა 

„თავდაცვის კოდექსი“ აუცილებელია იმ მიზნების მიღწევისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ამაღლებას, სამხედროებისათვის სოციალური გარანტიების დაწესებას.“

„ბატონ გრიგოლს (გიორგაძეს), ჯუანშერს (ბურჭულაძე) ირაკლის (ღარიბაშვილი) მინდა მივულოცო მონათმფლობელობის დაბრუნების კანონის მიღება, პარლამენტმა დიდი ხნის წვალების მერე ეს თხოვნა დაუკმაყოფილა.

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც მთელი ეს პროცესი ეძინა და ვერ აფასებდა ვერც „გირჩის“ შრომას, ვერც „ბიბლიურ თავისუფლებას“ სათანადოდ ამდენი ხნის განმავლობაში, მათაც მივულოცავდი, კეთილი კომისარი ცოტა ხანში კარებთან რომ დაუკაკუნებს ჯუანშერის, გროგოლის და ირაკლის დამსახურებით.

მიუღებელია ყველაფერი მასში, მიუღებელია კანონი მიიღო ისე, რომ არაფერი ახალი არ იყოს მასში, 300-გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს და გადავადების, თავის არიდების, იგივე პროცედურები დატოვეს, ისევ ყურადღებამიუქცეველი რჩება პროფესიონალი ჯარისკაცი და მათი ბედი არავის აინტერესებს, მიუღებელია, რომ ბოლოს და ბოლოს არ წერია, ვის წინააღმდეგ იღებ კანონს.

როგორ შეიძლება ჩვენ მთავარი მტრის წინააღმდეგ ამ პოლიტიკურ კონტექსტში რაიმე კანონი მიგვეღო და სწორედ ასეთია ეს კანონი.

„ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ბაკალავრიატის ხარისხის მიღებასთან ერთად, მიიღოს ლეიტენატის ან სერჟანტის წოდება“ – ჩაჩიბაია თავდაცვის ახალი კოდექსის დეტალებს განმარტავს

რაც მთავარია, ეს კანონი არის უპატივცემულობა პრეზიდენტის მიმართ, რადგან ისაა მთავარსარდალი, რომელსაც არც ერთი ბრძანების გაცემის უფლება არ აქვს, ამიტომ ყველაზე გასაგები ნაბიჯი ახლა ისაა, რომ პრეზიდენტს ვთხოვოთ მისთვის, პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხმყოფელ კანონზე ვეტოს დადება მანამ, სანამ ერთი ბრძანების გაცემის უფლება მაინც არ ექნება, ან არ იქნება მთავარსარდალი, რადგან როგორც ყველაფერი, ესეც ტყუილია „ქართული ოცნების“ ხელში – ჩვენ გვყავს მთავარსარდალი, რომელსაც არც ერთი ჯარისკაცი არ ექვემდებარება და არც ერთი ბრძანების გაცემა არ შეუძლია“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g