LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის: თამარ გაბუნია

86
თამარ გაბუნია

გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის, – თამარ გაბუნიას განცხადებით შესაძლებელია ორივე ვაქცინა ერთდროულად გაკეთდეს

მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. პირველ დეკემბრამდე ვაქცინაციის ჩატარება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია უსასყიდლოდ. გრიპის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის. შესაძლოა, ორივე გაკეთდეს ერთდროულად. თუმცა, პაციენტი თუ მაინც მიიჩნევს, რომ მას სჭირდება გარკვეული ინტერვალი, ესეც დასაშვებია და შესაძლებელია ამის გაკეთება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g