LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის სეზონი დადგა: რომელი ვირუსია გავრცელებული და როგორ უნდა დავიცვათ თავი – რეკომენდაციები ნუგზარ უბერისგან

3929
BeFunky-collage

ყოველწლიურად გრიპით მილიონობით ადამიანი ხდება ავად. დაავადებულთა უმეტესობას გამოსაჯანმრთელებლად ერთი კვირა სჭირდება, თუმცა ზოგს შეიძლება არ გაუმართლოს და მათთვის გრიპი ფატალურად დასრულდეს. როგორც წესი, შემოდგომის ბოლო და ზამთარი, სეზონური ეპიდემიების პერიოდია, შესაბამისად შეგვიძლია წინასწარ მივიღოთ ზომები და სათანადოდ მოვემზადოთ.

წელსაც ვირუსების სეზონი დაწყებულია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თავი დავიცვათ გრიპით დაინფიცირებისგან ან დაინფიცირების შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ გართულებები. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორსა და მედიცინის დოქტორ ნუგზარ უბერს ვესაუბრეთ:

“სტატისტიკის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით ამ პერიოდში სეზონური ვირუსებით ავადობის მატება არ შეინიშნება. ჩვენი და სხვა კლინიკების მონაცემებითაც ამჟამად საქართველოში წამყვანი B ტიპის ვირუსია, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარე გრიპია. გარდა B ტიპის ვირუსისა, ასევე გავრცელებულია ე.წ “რინოვირუსი” და “პარაგრიპის ვირუსი”.

ზოგადად გრიპისთვის დამახასიათებელია ცხელება ან სხეულის დაბალი ტემპერატურა, კუნთების, სახსრების ტკივილი, ყელის არეში უსიამოვნო შეგრძნება, მცირედ გამოხატული სურდო.

გრიპი განსაკუთრებით სკოლებში, ბაღებსა და სხვა თავშეყრის ადგილებშია გავრცელებული, რადგან მოგეხსენებათ სეზონური ვირუსები ორი ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით ვრცელდება. გრიპით ინფიცირებული ადამიანი დაცემინების შემთხვევაში ან თუნდაც ლაპარაკით დაახლოებით 5 მეტრი რადიუსით გადასცემს ჯანმრთელ ადამიანს თავის ინფექციას. როდესაც გრიპის ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი აცემინებს და ხელით ეხება სახეს, მის ხელზე ეს ვირუსი აღმოჩნდება, რომელიც ხელის ჩამორთმევით გადადის ჯანმრთელ ადამიანზე.

ამიტომ, უპირველესი მოთხოვნაა, დაინფიცირებული ადამიანი, ბავშვი შინ დარჩეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ დაინფიცირებული ადამიანი  5 მეტრის რადიუსში არ მიუახლოვდეს ჯანმრთელ ადამიანს.

რისკი ჯგუფ მიეკუთვნებიან ადრეული ასაკის ბავშვები (ორ წლამდე), ორსული ქალები და 65 წელს გადაცილებული ადამიანები. ვირუსის გართულება ყველაზე სახიფათო სწორედ ასაკობრივ ჯგუფშია. სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყანამ 1 ოქტომბრიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიღო. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე ეფექტიანი, მსოფლიოში აღირებული გრიპის პორიფილაქტიკაა, რომელსაც უკუჩვენება თითქმის არ აქვს. მთავარია ადამიანი კლინიკურად ჯანმრთელი იყოს, როდესაც ამ აცრას იკეთებს: არ უნდა იყოს ავად, არ უნდა ახველებდეს, არ უნდა ჰქონდეს სიცხე. დროულად გაკეთებული აქცა არის საუკეთესო პრევენცია და აღიარებულია სამედიცინო პროფილაქტიკურ ღონისძიებად მთელს მსოფლიოში.

სამწუხაროდ გავრცლებულია აზრი, რომ ვირუსს გარკვეული ვადა აქვს არის სამდღიანი, 5-დღიანი და ა.შ. თუმცა ეს ძალიან არასწორი შეფასებაა. ინფექცია შეიძლება თავიდანვე რთულად მიდიოდეს ან შეიძლება გართულდეს განმეორებითი ინფექციის დროს, ან სწორად არმართული პროცესების დროს. ამიტომ ვერ განვსაზღვრავთ რამდენ ხანს გაგრძელდება ვირუსი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ავად გახდომიდან (იქნება ეს სურდო, ხველა, ცხელება) პირველსავე საათებში და პირველსავე დღეს, აუცილებლად შეფასდეს ექიმების მიერ. მშობელი ვერ მიხვდება როდის არის ბავშვი უბრალოდ გაციებული და როდის აქვს ვირუსი. სწორედ ამისთვის არსებობს 24-საათიანი პოლიკლინიკები, გადაუდებელი დახმარების განყოფილებები, უფასო სამედიცინო სამსახური.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება, რომ აცრის გაკეთება არასდროსაა გვიან. ახლაც ვირუსების სეზონი აპრილის ბოლომდე გრძელდება, დიდი დროა და აუცილებლად უნდა დავიცვათ თავი.”

 

წარმოგიდგენთ, რამდენიმე მარტივ რჩევას როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები გრიპისგან

ჩაიტარეთ აცრები

  • პირველი და შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოანი გრიპის ვაქცინაციაა. გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაავადების პრევენციისთვის ან შესაძლო გართულებისგან თავის დასაზღვევად. ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ორსულთავის, ორსულობის ვადის მიუხედავად, ასევე 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშებისთვის, ხანდაზმულთათვის, ქრონიკული დაავადებების მქონი პირთათვის და განსაკუთრებით ჯადაცვის სექტორში დასაქმებულ პირთათვის. აცრა დაავადების ყველაზე ეფექტური პრევენციის გზაა, აცრის შემდგომ გრიპით დაავადება შეუძლებელია. ვაქცინაციის შემდგომ ტემპერატურა და დისკომფორტი ჩვეულებრივი მოვლენაა და 1 2 დღეში გაივლის, თუმცა ნამდვილად ღირს.

ხშირად დაიბანეთ ხელები

  • მრავალი ინფექციური დაავადების კიდევ ერთი ეფეტური პრევენცია ხელების ხშირი დაბანაა. ხელის ჰიგიენის დაცვით საკუთარ თავის, ოჯახის წევრების და გარშემომყოფების ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი გზაა.

ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს

  • ვირუსი ორგანიზმში უმეტეს შემთხვევაში თვლებიდან, ცხვირიდან და პირიდან ხვდება. რა თქმა უნდა, ვერ გააკონტროლებთ შესუნთქულ ჰაერში გრიპის გამომწვევს, თუმცა დაავადების რისკის შემცირება შესაძლებელია თუ სახეს ხელით არ შეეხებით.

მოერიდეთ დაავადებულთან ალო კონტაქტს

  • სხვადასხვა ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკოლა, ბაღი, მოხუცთა თავშესაფრები გრიპი ყველაზე ადვილად ვრცელდება. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ გრიპი გადამდებია და როდესაც გრიპით დაავადებულს აცემინებს ან ახველებს, ვირუსის შემცველი ნაწილაკები მიმოიფრქვევა დ მათ ვინც შეისუნთქავს აინფიცირებს.

თუ ავად ხართ – დარჩით სახლში

  • გახსოვდეთ, როდესაც გრიპით ხართ ავად, გარშემომყოფებს საფრთხეს უქმნით, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან. ამიტომ გარშემომყოფებთან კონტაქტის დროული შეზღუდვამ შესაძლოა ვინმეს სიცოცხლეც გადაარჩინოს.

წყარო: დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

 

რაც შეეხება უშუალოდ პატარებს, სკოლის და საბავშვო ბაღის გარემოს სიჯანსაღე უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია ბავშვის ჯანმრთელობის დაცვისთვის. სკოლის/ბაღის ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა.

სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელ რეალობაში სკოლების და ბაღების სანიტარული ნორმები არ არის დაცული. მშობელმა და მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გრიპის ვირუსით დაინფიცირებული ბავშვების ბაღში სიარული/სკოლაში სიარული დაუშვებელია და ამით სხვა ბავშვებიც საფრთხის წინაშე დგებიან.

 

შეგახსენებთ, გასულ წელს, როდესაც H1N1 ვირუსი, ანუ ე.წ “ღორის გრიპი მძვინვარებდა, ვირუსის გართულების შეეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g