LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის სეზონური აცრები 1 ოქტომბრიდან დაიწყება

621
1542785749-02-ვაქცინაცია

გრიპის სეზონური ვაქცინაცია 1 ოქტომბრიდან არის შესაძლებელი. პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, აცრა წარმოებს ინფლუვაკით, ეს არის სამკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც იცავს 2 A და 1 B ვირუსისგან. ვაქცინაციის ფასი 35 ლარია.

ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრები, რომელიც იცავს 2A და 2B ტიპის ვირუსისგან სავარაუდოდ ნოემბრიდან დაიწყება.

გრიპის სეზონი ნოემბრიდან იწყება და საშუალოდ მარტამდე გრძელდება. გრიპის გამომწვევი ვირუსია. მისი 4 სახეობა არსებობს: A, B, C და D. ადამიანის გრიპის ვირუსის A და B შტამები ყოველწლიურად ეპიდემიებსა და პანდემიებსაც კი იწვევენ.

გრიპის C ტიპის ვირუსით დაავადებისას სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექცია ვითარდება და მას ეპიდემიის გამოწვევა არ შეუძლია. გრიპის D ტიპის ვირუსი მსხვილფეხა პირუტყვშია გავრცელებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g