ხელოვნური ჩანჩქერები, ტყვიაგაუმტარი კარები და საუნა-აუზები – ნაძალადების რაიონში 2 კერძო სახლი იყიდება. სახლების საერთო ფართი 900 კვ.მ 6 სართული, 20 ოთახი.
უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბინების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფი ავრცელებს. ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სახლები აშენებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით.
კერძო სახლები მოიცავს, შემდეგ სერვისებსა და ნივთებს:
? ახალი ავეჯი და ტექნიკა;
? ტყვია გაუმტარი კარებები;
? მაქსიმალური დაცვა;
? ავტოფარეხი 3 მანქანაზე ასევე ეზო, სადაც ეტევა 9 მანქანა;
? ეზოში არის ხეხილი და ყურძნის ხეივანი;
? საუნა პერსონალური აუზით, ასევე დამატებით დიდი ღია აუზი;
? სატრენაჟორო დარბაზი, მარანი, საბილიარდე, 5 უმაღლესი ხარისხის ბუხარი მოოქროვილი მარმარილოს ზედაპირით;
? ხელოვნური ჩანჩქერი ეზოში;
? იდეალური ლოკაცია, სუფთა კლიმატი.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში კერძო სახლების ფოტოებმა დიდი გამოუხმაურება გამოიწვია. ხალხი ინფორმაციას აღნიშნული უძრავი ქონების შესახებ იუმორით უყურებს და შემდეგ კომენტარებს წერს: ადამიანის უფანტაზიობას საზღვარი არ აქვს, ვინ არის ავტორი კედლის რელიეფის, გრიშა კაკაჩიასია თუ კვაზი მანტკავასი, შედევრია გეფიცები, მაგიდა კუბო მეგონა, ასე მგონია დილას მაგ მაგიდასთან ყავის ფინჯნით რომ ჩამოჯდე, მერე რომელიღაცა მოოქროვილი კარიდან ლუი XIV შემოვა და ფეხზე უნდა წამოდგე და სხვა…
თბილისში ბინა 5 მილიონ ლარად იყიდება (იხილეთ ფოტოები)
"ბინა გათვლილია მხოლოდ ვიპ-კატეგორიის მომხმარებლებზე" - წერია განცხადებაში