ლიეტუვამ ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს სახელწოდებად “საქართველოს” გამოყენება დააკანონა. ლიეტუველები დღემდე საქართველოს “გრუზიას” უწოდებდნენ.
„ამჟამად ოფიციალური სახელწოდებაა საქართველო. ჩვენ გარდამავალი პერიოდი გვჭირდებოდა, რათა შეგვეხედა, თუ მიიღებდა საზოგადოება ამ სახელწოდებას. როგორც ჩანს, მან ძალიან მალე დაიმკვიდრა ადგილი. მე ვვარაუდობდი, რომ ამას 20 წელი დასჭირდებოდა, თუმცა ამას მხოლოდ ორი წელი დასჭირდა. ნამდვილი მოულოდნელობა იყო”. – განაცხადა ლიტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ აუდრის ანტანაიტისმა და დასძინა, რომ “გრუზია” რჩება ალტერნატივად და მისი გამოყენება საჯაროდ დასაშვები იქნება.
ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2 წლის წინ მიიღო.
გასული წლის 21 დეკემბერს, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოთა სახელდების დოკუმენტიდან ამოიღეს სიტყვა Gruzija, მის ნაცვლად კი ჩაიწერა Sakartvelo.