LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, არ შეხვიდეთ შეცდომაში, იგი დიდი ხანია სასულიერო პირად ასაღებს თავს“ – რუის-ურბნისის ეპარქია საზოგადოებას აფრთხილებს

334
რუის ურბნისის ეპარქია

რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს.

ეპარქია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ავრცელებს განცხადებას.

„ეს ადამიანი არის გიორგი გულიაშვილი, რომელსაც ხალხი შეჰყავს შეცდომაში და ამბობს, რომ ის ჩვენი ეპარქიის წევრია. ის ამბობს, რომ არის სარკინეთის, წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი და ეს ფაქტი არის სიცრუე. გთხოვთ, არ შეხვიდეთ შეცდომაში, იგი დიდი ხანია სასულიერო პირად ასაღებს თავს“, – ნათქვამია რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g