ახალგაზრდა მამაკაცს, გურამ ბილიხოძეს, რომელსაც მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
ინფორმაციას გურამ ბილიხოძის დედა, თეა ვასაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ გურამს სასწრაფოდ სჭირდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რისთვისაც აუცილებელია დონორის პოვნასთან დაკავშირებული ხარჯების მობილიზება და დაფარვა.
„მოგესალმებით, დღეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გზავნილის გაზიარება მომიწია – ჩემს შვილს, გურამ ბილიხოძეს, სჭირდება სიკეთით სავსე ადამიანების თანადგომა და სოლიდარობა.
გურამს დაუდგინდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია – მძიმე და სწრაფად პროგრესული დაავადება, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დაწყებულია სტამბოლში, კლინიკა „მემორიალში“. სამწუხაროდ, მკურნალობის პირველმა ეტაპმა რემისიის მიღწევა ვერ შეძლო, რის გამოც ჩატარდა უფრო აგრესიული ქიმიოთერაპია.
ამჟამად გურამს სასწრაფოდ სჭირდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, პროცედურა, რომელიც როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად უკიდურესად რთულია. აუცილებელია დონორის პოვნასთან დაკავშირებული ხარჯების მობილიზება და დაფარვა. თითქმის უკვე ორი თვეა ვიმყოფებით კლინიკაში და ვებრძვით ამ რთულ დაავადებას.
გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით, თუნდაც მცირე მხარდაჭერით. ვისაც როგორ შეუძლია, ერთად გავუზიაროთ მხარდაჭერა, რადგან თითოეულ ლარს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაში.
თიბისი ბანკი – #GE78TB7456145064300081
საქართველოს ბანკი – #GE73BG0000000607646781
მიმღები: ანი თოიძე
გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია, მადლობა მხარდაჭერისთვის“, – წერს თეა ვასაძე სოციალურ ქსელში.
მოგესალმებით, დღეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გზავნილის გაზიარება მომიწია — ჩემს შვილს, გურამ ბილიხოძეს, სჭირდება…
Posted by თეა ვასაძე on სამშაბათი, 13 მაისი, 2025