LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, გააზიარეთ და ყველა გალელს გააგებინეთ, რადგანაც, გალში ქართული ენა არ ისწავლება, მზად ვარ, იქ მცხოვრებ მოსწავლეებს ჩემი დრო ისევ დავუთმო… მშობლებო, ნუ მისცემთ რუსეთს საშუალებას, თქვენს შვილებს მშობლიური ენა დაავიწყოს“ – ჟურნალისტი გიგა ბენია მიმართვას ავრცელებს

129
გიგა ბენია

ჟურნალისტი, გიგა ბენია, რომელიც უკვე მეორე წელია, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართულსა და ისტორიას ასწავლის, მზაობას გამოთქვამს გალში მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართული ენა უანგაროდ შეასწავლოს. ამასთან, დაინტერესებულ პირებს უსასყიდლოდ გადასცემს ქართული ენის შესწავლისთვის ყველა საჭირო სახელმძღვანელოს.

„გთხოვთ, გააზიარეთ და ყველა გალელს გააგებინეთ.

ვინაიდან და რადგანაც, გალში ქართული ენა არ ისწავლება, მზად ვარ, იქ მცხოვრებ მოსწავლეებს ჩემი დრო ისევ დავუთმო.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართულსა და ისტორიას მეორე წელია ვასწავლი. ამ ხნის მანძილზე ბევრმა ელემენტარული ქართული ისწავლა და ნამდვილი ისტორია გაიგო.

მშობლებო, ნუ მისცემთ რუსეთს საშუალებას, თქვენს შვილებს მშობლიური ენა დაავიწყოს და თავში დამახინჯებული ისტორია ჩაუდოს.

ვისაც სურვილი გაქვთ, ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ, მომწერეთ. სახელმძღვანელოს, ყველა საჭირო მასალას უსასყიდლოდ გადმოგცემთ. რა თქმა უნდა, სწავლაც უფასოა“, – წერს გიგა ბენია.

გთხოვთ, გააზიარეთ და ყველა გალელს გააგებინეთ. ვინაიდან და რადგანაც, გალში ქართული ენა არ ისწავლება, მზად ვარ, იქ…

Posted by Giga Benia on ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2024

ცნობისთვის, 2021 წელს, აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად აიკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g