10 წლის დათუნა სიმსივნეს ებრძვის და თურქეთში მკურნალობისთვის საზოგადოების მხრიდან ფიფნასური დამხარება სჭირდება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
“გთხოვთ გააზიაროთ‼10 წლის დათუნას სჭირდება ჩვენი დახმარება❗❗❗ მას ჩაუტარდა PET/CT MRT კვლევა, რამაც აჩვენა საფეთქელ კეფის საზღვარზე და თვალის ორბიტაზე სოლიდური ზომის სიმსივნური წარმონაქმნები ( სავარაუდოდ ლიმფომა). აგრეთვე სხეულის სხვადასხვა უბნებში სიმსივნური კერები.სასწრაფოდ საჭიროა ბიოფსია და მკურნალობა. რადგან გერმანიაში გადაყვანის პროცესი დროში გაიწელა, ამიტომ ბავშვი დაჩქარებულად გადაგვყავს თურქეთში სადაც უნდა გაუკეთდეს ბიოფსია.
ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ, თითოეული 1 ლარი უმნიშვნელოვანესია”- ნათქვამია განცხადებაში.