დაჩი ფეიქრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება – არასრულწლოვანი, რომელსაც სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვს, ამჟამად თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
დაჩის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას უკვე ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია, ახლა კი დამატებითი კვლევებისა მკურნალობისთვის ოჯახს შესაბამისი თანხის მობილიზებადა სჭირდება.
„გთხოვთ გააზიაროთ, დაგვიდექით გვერდში.
ყველას გთხოვთ გვერდში დგომას, ვიმყოფებით თურქეთში, სტამბოლის კლინიკაში.
ჩემი შვილი ჩამოვარდა მეორე სართულიდან, ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია, ერთი საქართველოში, მეორე თურქეთში – თვალის ფსკერის მოტეხილობის.
მიიღო მრავლობითი დაზიანებები, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები გულზე, სხვადასხვა ტესტი, აქვს ღვიძლის გადიდება, ასევე აქვს შაქრის საწყისი ფორმა.
ძალიან გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა, ახლა თითოეული ლარი მნიშვნელოვანია. გთხოვთ, ნუ აგვივლით გვერდს. ყველას გთხოვთ, დაგვიდექით გვერდში, რომ შევძლოთ დაჩის გამოჯანმრთელება და მკურნალობა.
ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი – GE49BG0000000534228883
თიბისი ბანკი – GE66TB7561245063300016
მიმღები: ნათია თანდაშვილი (დედა)“, – აღნიშნულია ოჯახის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.