LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, გადამარჩინეთ, მედიკამენტის არ მიღების შედეგად მდგომარეობა ყოველდღიურად მიმძიმდება და ჯოჯოხეთი, რომელსაც თქვენი წყალობით თავი დავაღწიე, უკან მიბრუნდება“ – გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

200
გიორგი სანდუხაძე

27 წლის გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ექიმებმა ზურგის მალების მძიმე ფორმის ექინოკოკის დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობისთვის ძვირადღირებული მედიკამენტი ესაჭიროება.

„ვერც ღამე ვიძინებ და ვერც დღე, გაუსაძლისი ტკივილები მაქვს… გევედრებით, არ მიმატოვოთ, დამიდგეთ გვერდში, რომ შევძლო ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა“ – 27 წლის გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„გევედრებით, არ გაატაროთ, წაიკითხეთ და გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი. მივაგენი მედიკამენტს თქვენი, ხალხის წყალობით და თქვენივე წყალობით შევძელი, რაღაც პერიოდის განმავლობაში დამეწყო მკურნალობა ამ მედიკამენტით, მაგრამ მჭირდება კიდევ 4 თვე მედიკამენტ „პრაზიკუანტელის“ მიღება, რაც აღარ მაქვს და 10-დღიანი მედიკამენტის არ მიღების შედეგად მდგომარეობა ყოველდღიურად მიმძიმდება ისევ და ის ჯოჯოხეთი, რომელსაც თქვენი წყალობით თავი დავაღწიე, უკან მიბრუნდება.

გთხოვთ, გადამარჩინეთ, შემაძლებინეთ, რომ მედიკამენტის მიღება გავაგრძელო, რომ გადავრჩე და ეტლში არ ჩავჯდე, ან უარესი შედეგი არ დამიდგეს.

წინა პოსტზე ძალიან მცირე თანხა ჩაირიცხა და ამიტომ მიწევს კიდევ ერთხელ ამ პოსტის დადება, რადგან ჯერ ნახევრის ნახევარიც არ მაქვს შეგროვებული, რომ შევიძინო მედიკამენტი, არავის გეგონოთ, რომ მცირე თანხას, სულ 1 ლარსაც კი მნიშვნელობა არ აქვს! ასეთ დროს 1 ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია.

გთხოვთ, გევედრებით, გააზიარეთ პოსტი.

საქართველოში და თურქეთში არ არსებობს ეს მედიკამენტი, ჯანდაცვის სამინისტროს მივმართე განცხადებით, რომ შემოეტანათ ეს მედიკამენტი, მაგრამ ჯერჯერობით შეუძლებელიაო, ამიტომ მიწევს ისევ თქვენ, ხალხს მოგმართოთ თხოვნით და ვედრებით, რომ კიდევ ერთხელ გადამარჩინოთ.

კომენტარებში დავდებ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს.

საქართველოს ბანკი: მიმღები – თამარ იარაჯული #GE33BG0000000101172380

თიბისი ბანკი: მიმღები – ავთანდილ ნიშნიანიძე #GE62TB7477945066300001

PayPal: @Tiarajuli “ – წერს გიორგი სანდუხაძე სოციალურ ქსელში.

„30 000-მა ადამიანმა ლარი რომ ჩარიცხოს, ადამიანი გადარჩება“ – ნათია ფანჯიკიძე საზოდოებას მიმართავს

⭕️გევედრებით არ გაატაროთ⭕️ წაიკითხეთ და გთხოვთ გააზიარეთ პოსტი. მივაგენი მედიკამენტს თქვენი, ხალხის წყალობით და თქვენივე…

Posted by Giorgi Sandukhadze on შაბათი, 05 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g