LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გთხოვთ, სწრაფად წარუდგინეთ პარლამენტს მთავრობის ახალი მეთაური: ზილფიმიანი

110
დავით ზილფიმიანი

მოვუწოდებ უმრავლესობას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სრულად ის ორკვირიანი ვადა და რაც შეიძლება სწრაფად წარუდგინეთ პარლამენტს მთავრობის ახალი მეთაური, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

გიორგი გახარია გადადგა

„მინდა ყველამ გავიხსენოთ, რისთვის ვიბრძოდით. ის ტირანია, რაც სააკაშვილის რეჟიმმა მოუტანა ქვეყანას, ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ დამთავრებულიყო. 9 წელია გასული, რა მივიღეთ? ისევ დაპირისპირება, პოლარიზაცია. ჩვენ იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დავუჭირეთ და იმით ვხელმძღვანელობდით, რომ ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირების ხიფათი გამქრალიყო. არ შეიძლება არ შევხედოთ ამ პოლარიზაციას ვინ ხელმძღვანელობს. ის საქართველოს მოქალაქეც არაა.

მოგიწოდებთ და გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ორკვირიანი ვადა და წარუდგინეთ პარლამენტს მთავრობის ახალი ხელმძღვანელი, რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი დაკავების ღონისძიება დროებით გადადო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები