ანჯელინა ჯოლი მრავალი წელია გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან თანამშრომლობს და ხშირად ეხმარება იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს. ბუნებრივია, მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, ანჯელინა ყველაფერს აკეთებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
„ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს კოლეგებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, რომ დავიცვათ იმ იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა უფლებები, ვინც რეგიონიდან არიან“, – წერს ანჯელინა.
„ბევრი თქვენგანის მსგავსად მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის“ – ანჯელინა ჯოლი პოსტს ავრცელებს
ახლახან კი ჯოლიმ „ინსტაგრამზე“ უკრაინელი ქალის ვიდეო გაავრცელა, რომელიც თავშესაფარში იმალება ორ შვილთან ერთად, საარსებო რესურსი კი უკვე უმთავრდება.
„გთხოვთ, თუკი გაქვთ ერთი წუთი, უყურეთ ამ ვიდეოს, ეს არის უკრაინელი დედა, მარინა, რომელიც საკუთარი შვილების უსაფრთხოებისთვის იბრძვის, ასეთია რეალური უკრაინელი მოქალაქეების სახე, რომლებიც ამ კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილდებიან“, – წერს ჯოლი.