შესაძლოა მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ლონდონის “ჩელსის” თავკაცი გახდეს.ამის შესახებ ცნობას The Telegraph ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს მუშაობით უკმაყოფილოა. მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე კვირის წინ ”ჩელსის” თავკაცებმა პორტუგალიელის მხარდასაჭერი განცხადებაც კი გაავრცელეს, მას შემდეგ ლონდონური გუნდის თამაში და შედეგები არ გაუმჯობესებულა, აქედან გამომდინარე The Telegraph-ს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მოურინიო პოსტს შეინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ხოსეპ გვარდიოლას,მას კონტრაქტი გერმანულ კლუბთან ზაფხულში ეწურება.
წყაროს ცნობით, “ჩელსის” აგენტებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკება ესპანელ სპეციალისტთან .
