მომავალი წლიდან Gucci კოლექციაში ბეწვს აღარ გამოიყენებს. ასეთი გადაწყვეტილება იტალიური მოდის სახლმა ცხოველთა დამცველების მხრიდან ზეწოლის შემდეგ მიიღო.
Gucci-ს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია უკვე ბეწვისა და ბეწვიანი აქსესუარებისგან თავისუფალი იქნება. მოდის სახლმა უკვე დაიწყო თანამშრომლობა იმ კომპანიებთან, რომლებიც ატლერნატიული მასალით მუშაობენ.
Gucci დარჩენილ ქურქებს აუქციონზე გაყიდის, შესული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება