„ოსკაროსანი“ მსახიობი ედი რედმეინი, მეუღლესთან, ჰანასთან ერთად ერთ-ერთ წვეულებაზე გამოჩნდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა 39 წლის მსახიობმა ფოტოგრაფებისთვის იპოზიორა, რადგან ის დახურული ცხოვრების წესს ეწევა. ედი რედმეინი წვეულებაზე „გუჩის“ მწვანე ჟილეტში, კლასიკურ შარვალსა და კედებში გამოწყობილი მივიდა.
რაც ეხება რედმეინის მეუღლეს, ჰანა ჯინსის შარვალსა და ულამაზეს პერანგში იყო გამოწყობილი.