LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე შეზღუდვა მოქმედებს – იხილეთ, რომელი ავტოტრანსპორტისთვის არის აკრძალვა დაწესებული

128
თოვლი გზა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#რახდებაგზებზე

? თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო…

Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on Friday, November 24, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g