LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის დედა: „შვილის გადამალვის ნაცვლად, მისცენ შანსი მოინანიოს…“

12081
salome-tatishvili...

12 წლის სალომე ტატიშვილი გუდაურში 2016 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და სამწუხაროდ, პატარა გოგონას დაეჯახა, რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

რამდენიმე წლის შემდეგ სალომეს დედა, ნინო ჟვანია წერს, რომ გიორგი ლიპარტელიანი, რომელიც მის შვილს დაეჯახა, ოჯახს საზღვარგარეთ ჰყავს გაშვებული… სასამართლომ კი საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა მისი ბრალეულობის შესახებ გოგონას გარდაცვალებაში…

ნინო ჟვანია:

„სალომკას საქმის გაგრძელებასთან დაკავშირებით სულ მეკითხებით და ახლა უკვე შემიძლია გითხრათ: უზენაესმა სასამართლომ განიხილა საქმე, არ დააკმაყოფილა ბრალდებულის საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციოს გადაწყვეტილება სალომეს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში გიორგი ლიპარტელიანის ბრალეულობის შესახებ.

საბოლოო ინსტანციის ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში თხილამურებით სრიალისას სხვისი დაზიანება, სხვისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება სისხლის სამართლის დანაშაულია!

გთხოვთ, ნუ დავარქმევთ უბედურ შემთხვევას იმას, რაც ადამიანის უპასუხისმგებლო საქციელით არის გამოწვეული და რისი თავიდან აცილებაც შეიძლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

დიდი იმედი მაქვს, რომ ლიპარტელიანის ოჯახი ახლა მაინც გამოიჩენს კეთილგონიერებას – შვილის საზღვარგარეთ გადამალვის ნაცვლად ჩამოიყვანს მას საქართველოში და მისცემს შანსს, მოინანიოს ჩადენილი ქმედება. რათა ამ ახალგაზრდამ იცხოვროს არა როგორც უკანასკნელმა არამზადამ, რომელმაც 12 წლის მზესავით ბავშვის სიცოცხლე მოსპო და არხეინად გააგრძელა არსებობა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელმაც გაიაზრა თავისი საქციელი, იტვირთა ეს უმძიმესი ტვირთი და შეიცვალა უკეთესობისკენ.

სამართლიანობისათვის #სალომესსახელით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g